ბიბლიოგრაფია

ინდოეთის სამეფო
ინდოეთი შედგებოდა შვიდი სამეფოსასგან. ექვსი სამეფოს მფლობელი იყო ფარსადანი, ხოლო მეშვიდე სამეფოს განაგებდა ტარიელის მამა სარიდანი. სარიდანმა თავისი სამეფო შეუერთა დანარჩენ ექვს სამეფოს და ინდოეთი გაერთიანდა, რომელსაც განაგებდა ფარსადანი. ფარსადანს ჰყავდა ერთადერთი მემკვიდრე ნესტან-დარეჯანი, რომლის სიყვარულითაც იწვოდა ტარიელი. ნესტანის ხილვისას ტარიელს გული წაუვიდა, მუხლი მოეკვეთა. გულწასული ტარიელი მეფემ სასახლეში მოასვენა. ნესტანი მიხვდა რა იყო ტარიელის გულწასვლის მიზეზი და ტარიელს შემოუთვალა: „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!’’. ნესტანმა ტარიელს დაავალა ინდოეთის მოხარკე ხატაეთი დაემორჩილებინა რათა კვლავ გადაეხადათ ხარკი. ტარიელმა ხატაეთის მეფე რამაზს წერილი გაუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა. რამაზმა კი უარი შემოუთვალა. შემდეგ მიხვდა, რომ ბრძოლით ტარიელს ვერ მოერეოდა, მოციქულები გამოგზავნა და შემოუთვალა:“ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენნი თხანია’’. რამაზ მეფე ტარიელისაგან პატიებას ითხოვდა იმ ურჩობისათვის რაც მან გამოიჩინა და ტარიელს მცირე რაზმით შემოსვლა შესთავაზა, უომრად პირდებოდა ციხე-ქალაქის ჩაბარებას. მოციქულთა შორის აღმოჩნდა ტარიელის მამის გაზრდილი კაცი რომელმაც ტარიელს რამაზის მზაკვრული გეგმის შესახებ უამბო. ტარიელმა უბრძანა თავის მეომრებს აბჯრის ჩაცმა და ისე შევიდნენ ხატაეთში. რამაზ მეფეს არ ესიამოვნა ტარიელის იარღით ხილვა ამიტომ მან ლაშქარს ბრძოლის დაწყება უბრძანა. ტარიელმა დაამარცხა ხატაელები, რამაზ მეფე კი ტყვედ წაიყვანა ინდოეთში. მან ნესტანისთვის წამოიღო ყაბაჩა და რიდე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტესტი 10-ე კლასისათვის